კლუბის დებულების პროექტი

ფაილები ჩანაწერები index.html დებულება




ზუგდიდის საგაზაფხულო ჩემპიონატი
ინტელექტუალურ თამაშში
„ბრეინ–რინგი“




(დებულების პროექტი)


მარტი, აპრილი, მაისი
თვეში სამი ღონისძიება + სუპერფინალი
სულ 10 თამაში


ღონისძიებათა ციკლის ჩატარების ადგილი
კინოთეატრი „ატრიუმი“



ქ. ზუგდიდი 2008


1. მიზანი და ამოცანები

ზუგდიდის ჩემპიონატი ინტელექტუალურ ღონისძიებაში „ბრეინ–რინგი“ მიზნად ისახავს:
1.1. ინტელექტუალური ღონისძიებების განვითარებასა და პოპულარიზაციას;
1.2. ახალგაზრდობის ინტელექტუალური განათლების და ერუდიციის დონის ამაღლებას;
1.3. ინტელექტუალების მომზადებას რესპუბლიკურ და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;
1.4. სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული და პრიზიორი ინტელექტუალური გუნდების გამოვლენას.




2. შეჯიბრების ორგანიზება, ჩატარების დრო და ადგილი

2.1. ჩემპიონატის ჩატარებას ორგანიზებას გაუწევს ზუგდიდის „ბრეინ–რინგის“ ინტელექტკლუბი და ახალგაზრდული მოძრაობა „ახალი თაობა“ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს ხელშეწყობით;
2.2. პირველი ღონისძიების ჩატარების დრო 15 მარტი (დასაწყისი 12:00 სთ).
2.3. ღონისძიების ჩატარების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება არაუგვიანეს ჩატარებამდე 2 კვირით ადრე;
2.4. ღონისძიების ჩატარების დროზე და ადგილის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს (თან უნდა დაერთოს დებულება და გუნდის ანკეტა–განაცხადის ფორმა).
2.5. ღონისძიების ჩატარებამდე 2 კვირით ადრე საორგანიზაციო ჯგუფმა უნდა მოახდინოს გუნდების რეგისტრაცია, შემდეგ მისამართზე: ქ. ზუგდიდი. რუსთაველის # 34 (ფოსტის შენობაში)




3. ღონისძიებაში მონაწილეობა

3.1. ჩემპიონატი ტარდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში:
• ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეები,
• სტუდენტები,
• განუსაზღვრელი ასაკობრივი კატეგორია, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს;
3.2. უმცროსი ასაკობრივი კატეგორიების გუნდებს აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ უფროსი ასაკობრივი კატეგორიის თამაშებში.




4. თამაშის პირობები

4.1. ჩემპიონატში მონაწილე გუნდების განაცხადი საორგანიზაციო ჯგუფში უნდა იქნეს წარმოდგენილი წინასწარ ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე;
4.2. გუნდის ანკეტა–განაცხადი შეივსება 9 მოთამაშეზე;
4.3. გუნდში უნდა იქნეს წარმოდგენილი 6 ძირითადი მოთამაშე (კაპიტანი და 5 წევრი), მაგრამ შესაძლებელია განაცხადში გათვალისწინებული იქნას 3 სათადარიგო მოთამაშე;
4.4. თამაშის დროს გუნდში მოთამაშეთა რაოდენობა უდრის 6–ს
4.5.ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობისათვის გუნდმა უნდა გადაიხადოს საწევრო მოსაკრებელი, რომელიც დგინდება საორგანიზაციო ჯგუფის მიერ, (პირველი ღონისძიება ჩატარდება საწევრო მოსაკრებლის აკრეფის გარეშე – ღონისძიების საორგანიზაციო ხარჯები გაიღო ფირმა „ბილაინ“–ის ზუგდიდის წარმომადგენლობამ) ღონისძიებათა ციკლის საერთო ხარჯების გათვალისწინებით;




5. თამაშის წესები

5.1. შეჯიბრება „ბრეინ–რინგი“ ტარდება კლუბების საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური წესების შესაბამისად. თამაშს წარმართავს კრუპიე.
5.2. ორთაბრძოლაში მონაწილეობს ორი გუნდი,
5.3. ჩვეულებრივ გუნდი იმარჯვებს 3 ქულის დაგროვების შემთხვევაში (ფინალში 6, სუპერფინალში 12);
5.4. პირველი გუნდები, რომლებიც თამაშს გახსნიან, გამოვლინდებიან კენჭისყრით, ხოლო გამარჯვებული გუნდი დარბაზიდან თავად გამოიწვევს მოწინააღმდეგე გუნდს და თამაშობს საბოლოო გამარჯვებამდე ან დამარცხებამდე;
5.5. თუ მოთამაშე გუნდები პასუხს ვერ გასცემენ ზედიზედ სამ კითხვას, _ კრუპიე ორივე გუნდს დამარცხებულად ჩათვლის და დარბაზიდან თვითონ გამოიწვევს ორ მოთამაშე გუნდს;
5.6. ღონისძიების ძირითადი ეტაპი გრძელდება მანადე, სანამ დარბაზში მყოფი ყველა გუნდი არ ითამაშებს;
5.7. ყოველი ღონისძიების ბოლოს ტარდება ფინალი, რომელშიც (კრუპიეს გადაწყვეტილებით) მონაწილეობას ღებულობს ორი ყველაზე ძლიერი გუნდი;
5.7. წინასწარ გაუთვალისწინებელი სიტუაციების დროს კრუპიე, თვითონ გადაწყვიტავს ნებისმიერ საკითხს. მისი გადაწყვეტილება თამაშის ბოლომდე განხილვას არ ექვემდებარება.




6. პრიზები

6.1. ჩემპიონატის გამარჯვებულს და პრიზიორებს, აგრეთვე თითოეულ თამაშში გამორჩეულ გუნდებს გადაეცემათ დიპლომები და სამახსოვრო პრიზები, რომლებიც შეძენილი იქნება გუნდების შენატანებით შეგროვილი ან სპონსორების მიერ გამოყოფილი თანხით.
6.2. ღონისძიების გენერალური სპონსორია კომპანია „ბილაინი“
დებულებას თან ერთვის გუნდის ანკეტა–განაცხადი

ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფი განიხილავს და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს ნებისმიერ შენიშვნებს, რეკომენდაციებს და წინადადებებს ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გამოგვეხმაუროთ...



პროექტის ავტორი: რამაზ ჩაჩიბაია
ტელ.: 893 94 88 18
ელ–ფოსტა: ramka_ct@mail.ru, ramka_ct@yahoo.com, chveniazri@posta.ge
ელ–გვერდი;: www.brein-ring-zugdidi.biz.ly, www.ramka.biz.ly